ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიიდან დევნილი ქურთები აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ

პარიზის ცენტრში, სირიიდან დევნილმა ეთნიკურმა ქურთებმა აქცია გამართეს.

მომიტინგეები აფრინის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ.

დემონსტრანტების თქმით, სამხედრო ოპერაციას უკვე ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

აქციის ორგანიზატორები, ითხოვენ, რომ ემანუელ მაკრონმა ნატოს წევრი თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის საკითხი ალიანსის დღის წესრიგში დააყენოს.

 

 

 

 

 

იტვირთბა....