თურქეთის ტერიტორიაზე 6 ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
სავარაუდოდ, სარაკეტო იერიში სირიის ტერიტორიიდან ქურთმა მებრძოლებმა განახორციელეს.
ცნობისთვის, თურქეთის არმია სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციას უკვე ორი კვირაა, ატარებს.