ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აბესაძე: “მოწვეული იქნას თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი მინისტრები და პასუხი გაეცეს, რამდენად გამოსწორდა ეს დარღვევები”

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა თავდაცვის სფეროში მცდარია, ზოგ შემთხვევაში კი მავნებლური.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იმ პრობლემებსა და მათ შორის დანაშაულებრივ საკითხებზე, რაზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში, ნდობის ჯგუფზე უფრო მეტად გაფართოებულ ფორმატში, თუნდაც კომიტეტის სხდომაზე დახურულ რეჟიმში, მოწვეული იქნას თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი მინისტრები და პასუხი გაეცეს, რამდენად გამოსწორდა ეს დარღვევები”, – აღნიშნა აბესაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

იტვირთბა....