ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში, გარემოვაჭრეებისა და პოლიციის დაპირსპირებისას, ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე,  პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ერთი მოვაჭრე კი შეუძოდ გახდა, რის გამოც მისი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო.

ადგილზე მობილიზებულია, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამართალდამცველების თქმით, მოვაჭრეებმა მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება და თუ არ შეწყვეტენ უკანონო ვაჭრობას, შესაბამისი სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა მუშაობა თვითნებურად განაახლეს.

იტვირთბა....