ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავითაშვილი: ხეების გადარგვის პროცესი კანონთან აბსოლუტურ შესაბამისობაში ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის პროცესზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა რომ ხეების გადარგვის პროცესი კანონთან აბსოლუტურ შესაბამისობაში ხორციელდება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ეს საკითხი არაერთხელ დაისვა – მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ დენდროლოგიური პარკების მშენებლობა არის ზოგადად, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა. რაც შეეხება საქართველოში დღეს მიმდინარე გადარგვის პროცესს, ეს ხდება აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობაში, რადგან არსებობს სპეციალური ნებართვები, რომლითაც განსაზღვრულია მთელი რიგი პირობები და კანონმდებლობა კიდევ ბევრ რამეს განსაზღვრავს, როდესაც ასეთი ტიპის ოპერაციები სრულდება. ასეთი ტიპის ოპერაციების სწორად შესრულებაზე პასუხისმგებელია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და თითოეულ პირობას, რომელიც გაცემულია, ჩვენ რა თქმა უნდა, მონიტორინგს ვუკეთებთ. მერწმუნეთ, რომ იქ მოხდება როგორც ნიადაგის რეკულტივაცია, ისე ბიოლოგიური საფარის აღდგენა და აქ არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება. პირიქით, ვფიქრობ, არის აბსოლუტურად გაზვიადებული. დღეს გამახსენდა ისიც, რომ შალვა რამიშვილს ჰქონდა გადაცემა „პოსტტვ“-ზე, სადაც დეტალურად ახსნა, რა სიტუაციაა, როგორ აპოკალიფსურადაა წარმოდგენილი რეალობა, რომელიც ნამდვილად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ გვაჩვენებენ. პირიქით, მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ხდება მართლაც უკანონო ჭრა და ამას არ აქვს გამართლება ის, რომ ჩვენთან სოციალური ფონის არის მძიმე. ჩვენ კომპრომისულები ვერ ვიქნებით. ეკოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში მართლაც გაჭირვებულების მიერ არ ხდება ამის ჭრა. პრემიერმინისტრმაც განაცხადა, რომ აქ არის ჩართული ძალები, ორგანიზებული ჭრა ხდება და ამას უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

იტვირთბა....