გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.