ატენის ქუჩაზე მცხოვრები ეკა ანდრონიკაშვილისა და თათული დოლიძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს შეხვდა.
გაბუნია ვიცე-მერს სთხოვეს, რომ მერიამ მიიღოს გადაწყვეტილება ატენის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენების ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც არის უკანონო.
„მერია ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა გააკეთოს მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტები საკმაოდ მყარია, რომ საქმე ეხება სიცოცხლის უფლებას და არა მხოლოდ ატენს. ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ზოგადად ასეთი ტიპის მშენებლობასთან დაკავშირებით როგორი მიდგომა ექნება თბილისის მერიას. მერია ამ თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია. საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით და ბევრი ვიკამათეთ. ვიცე-მერი მხოლოდ ერთს დაგვპირდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გაგვაცნობს ორშაბათს, რომელიც ღია და საჯარო იქნება. ხმალაძემ გვითხრა, რომ მერთან კიდევ ერთხელ უნდა გაიაროს კონსულტაციები. ასე რომ, დაველოდოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მერია თბილისისთვის. თბილისის მერიამ გამოსცა მშენებლობის ნებართვა და ვითხოვთ ამ ნებართვის გაუქმებას, ვინაიდან ის არის უკანონო“, – აღნიშნა გაბუნიამ.