ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაცია არ ჰქონია

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა,  რომელიმე ოპოზოციურ პარტიასთან ეთანმშრომლა. თუმცა, პრეზიდენტმა ჟურნალსტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო, მაგრამ ამ თემაზე  არანაირი კონსულტაციები არ გამართულა“

პრეზიდენტის თქმით, მას არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად, მიაჩნია, რომ ამ საკითხზე კონსულტაციების გამართვა შინაარსს მოკლებულია.

„ჩემთვის გასაგებია, რომ ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო. თუმცა, ჩემთვის რამდენად საინტერესოა განსხვავებული სპექტრის ოპოზიციური პარტიები, მათი შეხედულებები, წინა პოლიტიკური საქმიანობა, მომავალი გეგმები – ამის თაობაზე შეგვიძლია  დეტალურად ვისაუბროთ. ახლა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ არც არავისთან ყოფილა კომუნიკაცია. მით უმეტეს, რომ ჯერ მე არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული და ამასთან ერთად ბუნებრივია, რომ ეს კონსულტაციები ასე ამ კოტექსტში, როცა გადაწყვეტილი არაფერია, შინაარსს მოკლებულია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....