ხმელთაშუა ზღვაში ნავი, რომლითაც მიგრანტები ევროპის სანაპირომდე უნდა მისულიყვნენ, გადაყირავდა და 90 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ნავზე მყოფთაგან 3 ადამიანი გადარჩა. მათგან ორმა ნაპირამდე გამოცურვა შეძლო, ერთი კი სათევზაო ნავით დააბრუნეს ხმელეთზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გადარჩენილების თქმით, დაღუპულთა უმრავლესობა პაკისტანის მოქალაქეები იყვნენ. ბორტზე ასევე იყვნენ ლიბიელებიც.