ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აკა მორჩილაძის რომანს “გასეირნება ყარაბაღში“ გერმანული გამომცემლობა დაბეჭდავს

აკა მორჩილაძის რომანს „გასეირნება ყარაბაღში“,  გერმანული გამოცემა „ვაიდლე“, პირველად დაბეჭდავს.  ამის შესახებ ცნობას გამომცემლობა საკუთარ ვებგვერდსა და სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

წიგნის გარეკანის დიზაინისთვის, გამომცემლობამ ქართველი მხატვრის კარლო კაჭარავს ნამუშევარი გამოიყენა.

წლის განმავლობაში, აკა მორჩილაძის კიდევ ოთხ ან ხუთ ნაწარმოებს ორი სხვადასხვა გერმანული გამომცემლობა დაბეჭდავს.

2018 წლის ფრანკფურტის  წიგნის ფესტივალზე, ეს წიგნიც იქნება წარმოდგენილი.

იტვირთბა....