ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოზარდის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

საბურთალოზე, ე.წ. წითელ ბაღში, არასრულწლოვანებს შორის მომხდარი გარჩევის შედეგად, დაჭრილი მოზარდების საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა. აღმკვეთ  ღონისძიებებზე სასამართლო, დიდი ალბათობით, დღესვე იმსჯელებს.

როგორც გაირკვა, სისხლიანი გარჩევის მიზეზი ბანკეტი აღმოჩნდა.  დაჭრილი არასრულწლოვნები  1-ლი ექსპერიმენტული სკოლის 12-ე კლასის  ბანკეტზე დაპატიჟეს, რასაც ამავე კლასის მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის უკმაყოფილება მოჰყვა. საქმის გასარჩევად მოზარდები წითელ ბაღში წავიდნენ, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  დაკავებული 1-ლი ექპერიმენტალური სკოლის მოსწავლეა.

შეგახსენებთ, რომ 35-ე სკოლის მოსწავლეები  31 იანვრის საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს.

იტვირთბა....