სამხრეთ აფრიკაში 955 მაღროელი 2 დღის განმავლობაში მაღაროში იყვნენ ჩარჩენილები და სასმელ-საჭმელი სპეციალური კაფსულებით მიეწოდებოდათ.
კომპანია Sibanye-Stillwater-ის განცხადებით, მათ მაღაროში ჩარჩენილი 955-ვე მუშა გადარჩენილია.
ავარია მაღაროში 31 იანვარს მოხდა. ძლიერი ქარის გამო ბაგირი გაწყდა, რის გამოც ორი დღის განმავლობაში ისინი მაღაროდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.