ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლელა გაფრინდაშვილი: „უფასოდ ბევრი მიმუშავია. პირველად ხდება, როცა სამუშაოს ვასრულებ, ჯამაგირს მიხდიან და მერე მეუბნებიან, ვიღაცას რაღაც შეეშალაო“

საზმაუს ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ თნხებთან დაკავშირებით პრობლემა იმიტომ გაჩნდა, რომ ის სამუშაოს ხელშეკრულების გარეშე აკეთებდა.

„კი იშრომეო და ჯამაგირი აიღეო, მაგრამ ვიღაცას რაღაცა შეეშალაო. იმედი მაქვს, გაირკვევა ვის რა შეეშალა. მე ყველაფერი გარკვეული მაქვს ჩემთვის და ჩემი შრომის შედეგიც სახეზეა. ასე რომ , სიმართლე არ დაიკარგება. ხელშეკრულება რომ არ არსებობდა, იმიტომ წარმოიქმნა პრობლემა. არსებობდა შეთანხმება, რომ ვაგრძელებდი მუშაობას საზოგადოებრივი საბჭოს თემაზე, რომელიც იქ მუშაობის პერიოდში წამოვიწყე. სანამ კვლევას დავიწყებდი, შევხვდი ბორდის წევრებს. მერე მე გავაკეთე ეს კვლევა და დავწერე ანგარიში. ეს ხდება 2016 წელს. ბუნებრივია, მაწუხებდა ის, რომ არავინ მეძახოდა, რომ ენახათ ანგარიში.

პერიოდულად ვუკავშირდებოდი ბორდის თავმმჯდომარეს. ბორდის ერთ-ერთ წევრს , რომელსაც უნივერსიტეტში შევხვდი, ვუთხარი, რომ ძალიან შეწუხებული ვარ, რომ არ მეძახით-მეთქი. მაშინ დირექტორის არჩევნები იწყებოდა და ჩემთვის არ ეცალათ. მოკლედ, მე განსაკუთრებით ვღელავდი მას შემდეგ, რაც სამუშაო დავასრულე. ეს ოყო 2016 წელი. ხოლო 2017 წელს ეს კითხვა გაუჩნდათ და მე უკვე ეს გამზადებული დოკუმენტი მივიტანე და ახსნა-განმარტებას მივეცი კონტროლის პალატის წარმომადგენელს და ამით დამთავრდა. თან მალევე შემხვდა მარინა მუსხელიშვილი, რომელმაც მითხრა, რომ მალე დამიბარებდნენ ბორდის სხდომაზე, რომ ეს ანგარიში წარმომედგინა. ახლა 2018 წელია. ცხადია, ყველა სამუშაოზე იურიდიული დოკუმენტი უნდა არსებობდეს. თუმცა, როცა ადამიანები ერთმანეთს იცნობენ (კვალიფიკაცის და პიროვნულ კეთილსინდისიერებას ენდობიან) , ხელშეკრულებას ხელი სამუშაოს დასრულების შემდეგაც შეიძლება მოაწერო, მქონია ასეთი შემთხვევები. გარდა ამისა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შეუძლებელი იყო რამე გაუგებრობა მომხდარიყო, როცა პერიოდულად ვრეკავდი , სანამ მოვრჩებოდი სამუშაოებს. ასევე დავრეკე, როცა მოვრჩი. უფასოდ ბევრი მიმუშავია. პირველად ხდება, როცა სამუსაოს ვასრულებ, ჯამაგირს მიხდიან და მერე მეუბნებიან, ვიღაცას რაღაც შეეშალაო“, – წერს გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი 5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა. თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტმა ჰონორარის მიღების ფაქტზე პროკურატურას  შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა.

იტვირთბა....