ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

თამუნა კორძაია: “რადიო თავისუფლებაც რომ ასეთ დღეში ჩავარდება, უკვე გაუგებარია მომავლის პერსპექტივა”

“რესპუბლიკური” პარტიის წევრი თამუნა კორძაია სოციალურ ქსელში რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება.

“რადიო თავისუფლებაც რომ ასეთ დღეში ჩავარდება, იმ ფონზე როცა ყველა სახის მედია ზეწოლის პირობებში ინარჩუნებდა ნეიტრალობას, უკვე სრულიად გაუგებარი ხდება მომავლის პერსპექტივაც…. მარინა ვაშაყმაძის წასვლა ვისთვისაც საგანგაშო ნიშანი არ არის, იმას რეალობის აღქმის პრობლემა აქვს ნამდვილად!!!”, – წერს “ფეისბუქში” კორძაია.

შეგახსენებთ, რომ მარინა ვაშაყმაძემ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა 31 იანვარს მას შემდეგ დატოვა, რაც ერთი დღით ადრე თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს.

იტვირთბა....