შანხაიში ფეხით მოსიარულეებს ფურგონი შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 3 -სერიოზულად, – ამის შესახებ theguardian-ი იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანა საწვავით სავსე ავზებით იყო დატვირთული და გაჩერების შემდეგ მას ცეცხლი მოეკიდა.
მედიაში წერენ, რომ ინციდენტი ემთხვევა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ვიზიტს ჩინეთში. ჯერჯერობით აქტი არ შეფასებულა ტერაქტად.