ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია დავით კაკაბაძეზე: “ეს უუნარო კაცი მოხსნა ამერიკულმა მენეჯმენტმა და ახლა ათას სისულელეს როშავს”

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს ხელმძღვანელის დავით კაკაბაძის ეხმაურება.

“რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სრულიად არავითარი ზეგავლენა არ აქვს ქართულ მედიაბაზარზე და საზოგადოებრივ აზრზე, არც ქართულ დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე ახდენს რაიმე პოზიტიურ ეფექტს. მეტიც, ანტიდასავლურ პროპაგანდის წინააღმდეგ ბევრად ნაკლებს აკეთებს, ვიდრე სხვა დასავლური მედიები, პირველ რიგში, რ2. ასეთი გიგანტური პლატფორმის ამგვარ წარუმატებლობას მართლა მოხერხება და განსაკუთრებული უნიჭობა უნდა. თუმცა, რაა გასაკვირი, როცა დირექტორს რეიტინგი საგინებელი სიტყვა გონია და პოლიტიკური ნეიტრალურობა – ია ანთაძე და თამარ ჩიქოვანი.

ხოდა ეს უუნარო კაცი მოხსნა ამერიკულმა მენეჯმენტმა და ახლა ათას სისულელეს როშავს. არ გამოვეხმაურებოდი (მეტიც, მის არსებობასაც ვერ შევიტყობდი), რ2ს რო არ მოიხსენიებდეს აუგად.

ps ერთი, რაც ამ ყველაფერში მაკვირვებს, ამ უნიჭო და არაფრისმომცემი კაცის ანტირუსთავიორულ ეპოპეას და რადიო თავისუფლების ამერიკული მენეჯმენტის გინების სერიას საზმაუსთან (როდის დაეწვა გული რადიო თავისუფლებაზე, მისი ყველა პროექტის გამაუქმებელს?) და ტვ იმედთან (რაც გასაგებია) ერთად, ძალიან კარგი ინტერნეტ მედია – “ნეტგაზეთი” თავდადებით რატომ მიეძღვნა”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....