2 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
სამგორის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის ჩაჩავას, ლუბლიანას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, სოფელი გლდანის, ავშნის და გია რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს. 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და საექიმოს ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება, – აცხადებენ თელასში.