ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარინა ვაშაყმაძე: “ვერ შევეგუები ჟურნალისტიკაში სტანდარტების უგულებელყოფას”

რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ “ნეტგაზეთთან” წერილობით კომენტარში თანამდებობიდან წასვლის მიზეზები განმარტა. თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს.

“დიახ, მე დავტოვე რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა. ვერ შევეგუები ღირებულებებისა და სტანდარტების უგულვებელყოფას ჟურნალისტიკაში. იმისა, რისაც მთელი არსებით მწამს და მჯერა! დეტალებს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ ვითარებაში. არაფერი შეიძლება იყოს ამ ღირებულებების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი!

რადიო თავისუფლების ერთ-ერთ ხელმძღვანელად ყოფნა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. თუმცა გაცილებით დიდი პატივია რადიო თავისუფლების გუნდთან ერთად მუშაობა, საქმისათვის თავდადებულ, ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულ პროფესიონალებთან საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ”, – აცხადებს მარინა ვაშაყმაძე.

მარინა ვაშაყმაძემ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ, 31 იანვარს მას შემდეგ დატოვა, რაც ერთი დღით ადრე თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს.

იტვირთბა....