გურჯაანის 1-ელ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა. “reginfos” ინფორმაციით, დაწყებითი კლასის დამრიგებელი შეუძლოდ სასწავლო პროცესის დაწყებამდე გახდა.
„დილით სკოლაში მოვიდა. სამასწავლებლო ოთახში იყო და საუბრობდა, როდესაც ცუდად გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა მის მოსვლამდე გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის პრობლემაა. იზა ბეჟაშვილი ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, სკოლაში დაახლოებით 40 წელი მუშაობდა“, – ამბობს სკოლის დირექტორი ლელა ჯადუგიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.