ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხოველთა უფლებების დამცველები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ცხოველთა უფლებების დამცველები სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ საკუთარი დებულებით გაწერილი ამოცანების ფუნქციებისა და ამოცანების აცდენის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ისინი თბილისის მერს შეხვედრას თხოვენ.

„ცხოველთა მონიოტრინგის სააგენტო”, რომლის ძირითად ფუნქციას უნდა წარმოადგენდეს უსახლკარო ცხოველების პოპულაციის მართვა, მეთოდით „სტერილიზაცია/კასტრაცია-ვაქცინაცია-უკან დაბრუნება“, ამ ამოცანას არ ასრულებს. მასობრვი სტერილიზაციის პროგრამის გარეშე ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კვლავ უმიზნოდ იხარჯება და აღნიშნული პრობლემები კვლავ გადაუჭრელად დარჩება. გთხოვთ, ამ პრობლემებზე ღიად სასაუბროდ დაგვითმოთ დრო და შეგვხვდეთ იმ მორალურად და მატერიალურად დაზარალებულ პირებთან ერთად, ვისაც რეალურად აწუხებს ცხოველების მდგომარეობა ქალაქში და არც თუ პატარა წვლილი მიუძღვის ცხოველების გადარჩენაში მოხალისეობრივ საწყისებზე“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: “ცხოველთა უფლებების კომიტეტის” თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია “ჰუმანიმალის” თავმჯდომარე სოფიო ჯიბუტი, “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე სოფიო ბეროშვილი, “საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის” თავმჯდომარე ნინო რთველიაშვილი, “ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის“ თავმჯდომარე თამარ აქუბარდია“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....