ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, დღეს ქალაქის რამდენიმე დაწესებულებას მოულოდნელად ესტუმრა. მერმა სამუშაო პროცესი „ქობულეთის ტრანსრეგულირებაში“, “ქობულეთის სოფლის წყალსა” და სოფელ ხუცუბნის მუსიკალური სკოლა გადაამოწმა. ინფორმაციას “ტვ 25”-ი ავრცელებს.
მერის ვიზიტის დროს, აღმოჩნდა, რომ დაწესებულებების ექვსი თანამშრომელი სამსახურში არ იმყოფებოდა. ამის გამო, მან დაწესებულებების ხელმძღვანელებს რეკომენდაცია მისცა, რომ მსგავს შემთხვევებში, დისციპლინარული ხასიათის ღონისძიებები გამოიყენონ.
“დაგეგმილი გვაქვს ამ დაწესებულებების საქმიანობის ოპტიმიზაცია. სწორედ ამ გეგმის ნაწილია მათი საქმიანობის შესწავლა. ვიზიტის დროს გაიკვა, რომ რამდენიე თანამშრომელი შრომით მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა” – თქვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
ქათამაძის თქმით, გადამოწმების მიზნით, სხვა დაწესებულებში ვიზიტს სამომავლოდაც გეგმავს და მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას თანამშრომლების მიმართ დისიპლინარული ღონისძიებები გატარდება.