ახალი ამბები

პანკისის ხეობაში პროკურატურის შემოთავაზება უხუცესებს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ

მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მაჩლიკაშვილების ოჯხთნ შეხვედრა 2 თებერვალს 13:00 საათზე ჩანიშნა. ამ შეთავაზებას  პანკისის ხეობაში  დადებითად ეხმიანებიან პანკისელი უხუცესები. მიუხედავად ამისა, მაჩალიკაშვილის მამა შეხვედრას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამას უხუცესთა საბჭოს ურჩევს.

ამ თემაზე კომენტარი ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა გააკეთა და უწყების შეთავაზება, მაჩალიკაშვილებთან შეხვედრის შესახებ, მოიწონა და აღნიშნა რომ „მთავარი ოჯახსა და პროკურატურას შორის გამართული დიალოგია. მშობლებს აქვთ უფლება გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იცოდნენ. უხუცესის თქმით, შეხვედრა ჯობდა პანკისის ხეობაში გამართულიყო, თუმცა ტერიტორია გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. მთავარია, რომ მათ გამოხმაურებას შედეგი პროკრატურის მხრიდან მოყვა“.

შეგხსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პანკის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილების ოჯახი და ახლობლები აჰმედ ჩატაევთან ურიერთკავშირს გამორიცხავენ.

სუსის ცნობით, აჰმედ ჩატაევს პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში დაეხმარა. სუსის თქმით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზეც.

იტვირთბა....