ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოზარდის ბიძა: ბავშვების დაჭრა თანხის გამოძალვას უკავშირდება

წუხელ წითელ ბაღთან დაჭრილი ერთ-ერთი მოზარდის ბიძა აცხადებს, რომ მომხდარი,  სავარაუდოდ,  თანხის გამოძალვას უკავშირდება. მერაბ მორჩაძე ამბობს, რომ  ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მე-12 კლასელს უცხო პირებმა ფული მოსთხოვა.

„ეს ბავშვი არის ფეხბურთელი,  მას კრიმინალთან არანაირი კავშირი არა აქვს.  რომ გითხრათ, რომ ქუჩაში რაღაც დროს ატარებს, ამის დროც არ აქვს. ვერ გეტყვით რის გამო შეიძლება მომხდარიყო. მე ბევრჯერ გამიგონია, რომ ქუჩაში  ფულის თხოვნა იციან, ასეთი რაღაც თუ მოხდა, სხვას ვერაფერს ვუკავშირებ. რეპეტიტორთან, მასწავლებელთან მიდიოდა,“-განაცხადა მერაბ მორჩაძემ.

შეგახსენებთ, 35-ე სკოლის მოსწავლეები  31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

წყარო: “კურიერი”

 

იტვირთბა....