ბათუმის ისტორიული უბნის, ძეგლებისა და კულტურული განვითარების გეგმა – ეს სწორედ ის საკითხებია რაზეც დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ისაუბრა.
პროექტის მიზანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ე.წ. ფონური შენობების დაცვა, აღდგენა და რეაბილიტაციაა.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება რამოდენიმე ძირეული ცვლილება. ქალაქის ისტორიულ სპეციალურ ზონაში პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 15 მეტრიდან 12 მეტრამდე იწევს. მიმდინარე პროექტი დახვეწილი არქიტექტურითა და ვიზუალით შეფასდება. პროექტი ეხება ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებს.
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, მუნიციპალიტეტი იწყებს მცხოვრებლებისგან ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვას. მერი ადასტურებს, რომ მფობელებს ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებენ.