ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის ინიციატივას შეწყალების კანონის ცვლილებაზე სრულად იზიარებს

პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში,  გიორგი მარგველაშვილს  ეთანხმება. მისი თქმით პრეზიდენტს უფლება აქვს განსაზღვროს ის, თუ ვის შეიწყალებს.

„ტევე პირველთან ” საუბრისას გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ:   “პრეზიდენტის ინიციატივას განსაკუთრებით ნარკოტიკულ საშუალებებთან  დანაშაულის შემსუბუქებასთან   დაკავშირებით, აბსოლუტურად ვიზიარებ. რაც შეეხება იმ საკითხს, როდესაც სამოხელეო და ქონების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზეა საუბარი, აქ ერთადერთ საფრთხეს რასაც ვხედავ ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი სტატისტიკა უჩვენებს, რომ ამ მიმართულებით დანაშაულის ზრდაა, განსაკუთრებით ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს გზავნილი კარგი არ იქნება თუ დანაშაულის აღქმა არასწორად მოხდება. ცხადია, მიდგომები რაც უფრო ლიბერალური იქნება, განსაკუთრებით ისეთ დანაშაულთან მიმართებაში, რომელიც ძალადობის შემცველი არ არის ეს მხოლოდ მისასალმებელია”.

ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ. მისი თქმით ცვლილებები უნდა შეეხოს იმ კატეგორიას, რომელსაც  მცირე ოდენობით ნარკომოხმარებაზე აქვთ სასჯელი შეფარდებული.

პრეზიდენტი კანონში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, მის გადაწყვეტილებას  ჰუმანურს უწოდებს. ინიციატივა კი  შეეხება ნარკოტიკული და სამოხელეო/ეკონომიკური დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს.

იტვირთბა....