ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო “”ჰილტონის” მშენებლობა დაიწყო

“დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას,“  – განაცხადა  პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.

“რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე და შემდეგ უკვე მუდმივად სასტუმროში. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სასტუმროს მშენებლობა, ამ სასტუმროს მშენებლობას უამრავი სარგებელი მოაქვს,“  – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „გრანატ-ინვესტმენტს“ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მინდა, გრანატ-ინვესტმენტს“ დიდი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. დიმიტრი აბდუშელიშვილს, მერაბ ჩიხრაძეს და თქვენს გუნდს.

თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში, ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. საინვესტიციო კომპანია ,,გრანატ-ინვესტმენტი“ პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

იტვირთბა....