ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საქართველოს ტერიტორიაზე უკანონი თვზჭერის ფაქტები დაფიქსირდა

საწირის ტბიდან  5 ერთეული 100 მეტრიანი სიგრძის სახლართი ბადე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს. ფაქტს  შსს-ს ტყიბულის რაიონულ სამმართველო გამოიძიებს.

ტყიბული ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, სადაც უკანონ თევზჭერის ფაქტები დაფიქსირდა. ქარელისა და ლაგოდეხის რაიონში მოქალექეები ელექტროშოკური აპარატებით დააკავეს , რომლებსაც უკანონოდ დაჭერილი ხრამულის, თრისასა და კარჩხანის სახეობებების თევზები ჰყავდათ მოპოვებული. მოქალაქეებს იარაღი ჩამოერთვათ და სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირების სახით ოქმები გაუფორმდათ.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე სულ 13 უკანონო თევზჭერის ფაქტი დაფიქსირდა.

სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86 მუხლის მე-15 ნაწილით, რომელიც გულისხობს  საჯარიმო სანქციას 1000-დან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.

იტვირთბა....