სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მდებარე იაპონიის გენერალურ საკონსულოში ჩამომხრჩვალი კაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. ცნობილია, რომ ცხედარი თოკზე 17 დღის განმავლობაში ეკიდა.
ის შენობის საწყობში ერთ-ერთმა თანამშრომელმა იპოვა. გარდაცვლილი 60 წლის სამხრეთ კორეელია. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ კაცი 12 იანვარს საკონსულოს ღობეზე გადაძვრა, მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა გენერალური საკონსულოს ბიბლიოთეკაში არ შეუშვეს.
ასევე დადგინდა, რომ კაცი მარტო ცხოვრობდა და ოჯახთან კონტაქტი 20 წლის წინ გაწყვიტა. პოლიცია ცდილობს, დაადგინოს თუ რატომ ჩამოიხრჩო მან თავი იაპონიის საკონსულოს შენობაში.
imedinews.ge