თებერვლის თვიდან ხარაგაულის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს, ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც მოიცავს საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურებას, ხელფასები ეზრდებათ.
ხელფასი 100 ლარით ეზრდებათ მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს. ასევე პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებსა და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს .
ამიერიდან, მერიის სამსახურებისა და განყოფილების უფროსების ხელფასი 1500 ლარს შეადგენს, პირველი სპეციალისტის 1230, ხოლო მეორის – 770 ლარს.
ასევე სახელფასო ცვლილებები ხარაგაულის საკრებულოსაც შეეხო. თავმჯდომარის ხელფასი 300 ლარამდე იზრდება. ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მოადგიეების ხელფასები განსაზღვრულ 1100 ლარ მიაღწევს.