ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეწყალების წესი იცვლება

პატიმრების შეწყალების წესი იცვლება. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება.  ამის შესახებ  კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი თქმით, კერძოდ ცვლილება ნარკოტიკული და სამოხელეო/ეკონომიკური დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს შეეხება.

“შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა – ტრანზიტისა.

შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ ,,ნარკოტრიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე”, – თქვა ზვიად ქორიძემ.

ქორიძის განმარტებით, ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ.

“ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამრთლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

იტვირთბა....