“ქართუ“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ლეკა მენაბდიშვილი, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,6 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია… 1.„ნაცებთან“ კოაბიტაცია წარმატებით მიმდინარეობს… 2. ათ ლარად 4 ბოთლ ზეთს ყიდულობ… 3. ტენდერებში იგებს ის კომპანია, ვისაც კარგი ლობისტი ჰყავს… 4. სამსახურებიდან უშვებენ პარტიულ, ერთგულ ადამიანებს და ასაქმებენ „ნაცებს“, ან მათ, ვინც ომის პერიოდში სახლებში ისხდნენ… 5. გუნდურად მუშაობა არ იციან… 6. კანონმდებლები ხელფასს იღებენ, თუმცა კანონებს არ ცვლიან, მგონი, გადახედვასაც არ აპირებენ… 7. გააკრიტიკებ მათ? „ნაცად“ გნათლავენ…არაფერი შეგეშალოთ, „ნაცები“ გვერდით გიზით, გადახედეთ აბა, გვერდით მჯდომს! მიიღეთ ჯანსაღი კრიტიკა და ნუ გგონიათ ყველა ჩასაფრებული მტერი, მტერი ის არის, ვინც ყველაფერზე ტაშს გიკრავთ!
და კიდევ: ვიცი ბევრი ამ აზრზეა, თუმცა რაღაცეების გამო თავს იკავებთ გამოხატოთ თქვენი აზრი, მე ბოდიში, მაგრამ ვერ გავამართლებ თქვენს სიჩუმეს ვერაფრით, ხვალ ან ზეგ შენ იქნები რიგში…“ – წერს მენაბდიშვილი „ფეისბუკში“.