ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორი მოზარდის დაჭრის საქმე: პოლიციამ მათი მეგობარი დაკითხა

წუხელ 2  მოზარდის დაჭრის საქმეზე, პოლიციის განყოფილებაში  იკითხებოდა დაჭრილი მოზარდების მეგობარი, რომელიც ფაქტს შეესწრო და მეგობრები საავადმყოფოში გადაიყვანა.

არასრულწლოვანი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. დაკითხვაზე დასწრება მის ადვოკატს სურდა,  თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, მას ამის საშუალება სამართალდამცველებმა დროულად არ მისცეს.

„ როდესაც არასრულწლოვანის დაკითხვაზე არ გიშვებენ, რა უნდა იფიქრო? თუ არა ზეწოლა, თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, როდესაც არასრულწლოვანს,  ადვოკატს არ ახვედრებენ,“-განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ, რომელსაც დაკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.

დაჭრილი მოზარდები კი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათ ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდათ, თუმცა მათ სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა, მეორე კი სტაციონარში თავად მივიდა.

ორი მოზარდიდან ერთი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....