იაპონური მედიის ინფორმაციით, იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე ქალაქ საპოროს მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ტელეარხის ინფორმაციით, შეტყობინება ხანძრის გაჩენის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე 40 სახანძრო მანქანა მივიდა.
მოხუცებულთა თავშესაფარში 16 ადამიანი ცხოვრობდა. მაშველებმა 5 მათგანის გადარჩენა მოახერხეს, 11 კი დაიღუპა.
ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება
იტვირთბა....