ქუთაისში, შესაძლოა, სამედიცინო ტექსტილის ქარხანა აშენდეს. საწარმო, სავარაუდოდ, გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი ავეჯის ქარხნის იმ შენობაში მოეწყობა, რომელიც ქუთაისის მერიამ აუქციონზე გამოიტანა.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, აუქციონის მთავარი პირობა ინვესტორის მიერ 1 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უკვე არსებობს დაინტერესებული პირი რომელიც შენობის შეძენას ფიქრობს.
“ეს არის ჯეოგრუპი”, რომელიც დაინტერესებულია ამ შენობით. ის აპირებს საზღვარგარეთიდან ჩამოიტანოს ერთჯერადი სტერილიზებული სამედიცინო ტექსტილის დაზგა-დანადგარები. ამასთანავე, მან უნდა დაასაქმოს 20-მდე ადამიანი”, – ამბოს გიორგი გიორგობიანი.
აუქციონზე შენობის საწყისი ფასი 435 000 ლარია.