პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა.
ინფორმაციას და პატრიარქის ბრძანების ასლს უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე ავრცელებს.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ახალი წესდება დამტკიცდა, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭო გაუქმდა.