ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური… დრამატიზება ამ რთული სიტუაციისა არ არის მიზანშეწონილი”

ქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანია, რომელმაც მეტრო “ვარკეთილში” სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა ყველა მოთხოვნებს აკომაყოფილებდა და ის იმ დროისთვის შავ სიაში არ ყოფილა.  ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ნარმანიას თქმით, კომპანია ,,ყვარელრემმშენის” შესახებ კითხვები მას არ ეხება და სატრანსპორტო კომპანიამ უნდა გასცეს პასუხი, რადგანაც მისი შერჩევა არა მერიის, არამედ სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოხდა.

,,ეს იყო ჭერის შეკეთება და განსაკუთრებული სპეციფიკა ამას არ სჭირდებოდა”-განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიას რომ ენახა უზუზსტობები კონტრაქტი გაწყდებოდა.
,,სხვა კითხვები რაც ისმის ორი დღის მანძილზე იქნება პასუხგაცემული გამოძიების მხრიდან”-ამბობს ნარმანია.

,,ჩემი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორც ხელმძღვანელი პირის და მინდა გამოვეხმაურო ხაზგასმას, რომ მე თითქოს ზარზეიმით გავხსენი იქ არც ცეკვა-სიმღერა ყოფილა და არც ლენტის გახსნა, როგორც ამას ჩვენი წინამორბედები აკეთებდნენ. დავათვალიერეთ კომისიის ხელმძრვანელთან ერთად და როგორც ხელთ მქონდა ინფორმაცია იყო უსაფრთხო . ისედაც დრამატიზება ამ რთული სიტუაციისა არ არის მიზანშეწონილი”-განაცხადა ყოფილმა მერმა.

 

იტვირთბა....