ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ცხინვალის ჯარის რუსეთის ძალებთან მიერთებას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ცალკეული შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებას“მხარი დაუჭირა.

რუსული მედიის ინფორმაციით,

დოკუმენტის თანახმად, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამსახურს რუსეთის ძალების შემადენლობაში გაივლიან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 24 იანვარს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დადებული სამხედრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილის რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში შეყვანას გულისხმობს.

შეთანხმებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა და რუსეთმა 2017 წლის მარტში მოაწერეს ხელი.

იტვირთბა....