ახალი ამბები მთავარი სამართალი

კალაძე: “ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა”

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გაჩერდა.

“ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. ყველა პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. გუშინ გავეცი დავალება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც რეაბილიტაცია ევალება, შეუჩერდეს მუშაობის ნებართვა, რადგან უნდა მიხდეს იმ კონკრეტული პროექტების შემოწმება, რაზეც რეაბილიტაცია ტარდება”,- განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....