ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლუცენკო: სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქს ფულს სთხოვდა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეფერხებას პირდებოდა

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადბით, საქართველოს ყოფილი  მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა რუსეთში გაქცეულ უკრაინელ ოლიგარქს სერგეი კურჩენსკოს ფინანსურ დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი უკრაინაში ბიზნესმენის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს ხელს შეუშლიდა. ეს განცხადება იური ლუცენკომ ბრიუსელში ვიზიტისას „დოიჩე ველესთან” ინტერვიუში გააკეთა.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, გამოძიებამ ზუსტად იცის, რომ კურჩენკოს ოფისიდან აქციების დასაფინანსებლად 200 ათასი ევრო გადარიცხეს.

„განიხილებოდა უკრაინის პარლამენტის შენობის დაკავება ეს ფული სააკაშვილის გარემოცვის წევრებმა მიიღეს. ეს არის ჩვენს მიერ დადგენილი ფაქტი. გამოძიება გრძელდება და არ არის იოლი. თუმცა პირველი სიგნალი უკვე გვაქვს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფარულ ჩანაწერში სააკაშვილის და კურჩენკოს საუბარი ავთენტურია, რა მოხდება შემდგომ – ეს დამოკიდებულია პროკურორზე, შემდეგ კი – სასამართლოს გადაწყვეტილებაზე”, – ამბობს ლუცენკო.

მისივე თქმით, უკრაინას ნამდვილად სჭირდება ოპოზიცია და მთავრობას სჭირდება კრიტიკა. თუმცა ლუცენკოს  წინააღმდეგია, რომ ხალხი საპროტესტო აქციებს ფულის სანაცვლოდ მართავდეს. “განსაკუთრებით, უკრაინელი ხალხისთვის მოპარული ფულის სანაცვლოდ”, – ამბობს ლუცენკო.

 

იტვირთბა....