სოციალურ ქსელის Faсebook-ის მენეჯმენტმა ახალი რეგულაცია დააწესა. Faсebook-მა კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეკლამირება აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანიამ გაავრცელა. სტატიას კი “noopener”-ი აქვეყნებს.
“აკრძალოს ფინანსური პროდუქციისა და მომსახურების რეკლამირება, რომლებიც ხშირად უკავშირდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და ამისთვის ცრუ ხერხების გამოყენებას,”- წერია Faсebook-ის განცხადებაში.
ეს აკრძალვა Faсebook-ის გარდა, Instagram-ზეც ვრცელდება.
Faсebook-ი მომხმარებლებს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ მათ კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეკლამირება შეხვდებათ, ინფორმაცია კომპანიას მიაწოდონ.