დღეს, მეცნიერები უნიკალურ მოვლენაზე დასაკვირვებლად ემზადებიან, – სუპერ მთვარე, მთვარის სრული დაბნელება და ე.წ. ცისფერი მთვარე, ეს სამი მოვლენა დღეს ერთმანეთს ემთხვევა.
ეს არის პირველი მთვარის დაბნელება 2015 წლის შემდეგ. იმის გამო, რომ სრული დაბნელების დროს დედამიწის თანამგზავრი დროებით წითელ ელფერს იძენს, ამ სამი მოვლენის დამთხვევას ნასამ „სუპერ ცისფერი სისხლიანი მთვარე“ უწოდა.
მეცნიერების თქმით, მთვარის სრული დაბნელება გამოჩნდება აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე, ჰავაიზე, ალასკაზე, დასავლეთ კანადაში, აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.