მერიის სატრანსპორტო სამხურის უფროსის მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტროსადგურ “ვარკეთილის” ჭერი მერიის დაკვეთით არ დამზადებულა. მისი თქმით, სააზოგადოების შეცდომაში შეყვანა აარ უნდა მოხხდეს. კომპანია, რომელმაც მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, სატრანსპორტო კომპანიამ დაუკვეთა.
“გამოძიება დაადგენს შეცდომა საპროექტო თუ სამშენებლო დონეზე იყო დაშვებული. როგორი ჭერი უნდა ყოფილიყო, ეს მერიას არ დაუკვეთავს, სატრანსპორტო კომპანამ დაუკვეთა. შესრულებულ სამუშაოზე რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა. კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს”,- განაცხადა კობახიძემ.
დღეიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მგზავრები დილის ექვსი საათიდან უკვე შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვება.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.