ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური ზუგდიდის მერიასთან: გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

ზუგდიდის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. იქ შეკრებილი ხალხი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს.

მათ რამდენჯერმე სცადეს შენობაში შეჭრა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა გარე მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ამ დრომდე არავინ მისულა. ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დახლები და გარემოვაჭრეების ინვენტარი აიღეს.

იტვირთბა....