ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სამწუხაროდ, უხარისხო სამუშაოების შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება”

“მეტროსადგური “ვარკეთილი” ახლადრეაბილიტირებული იყო და სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა. სამუშაოები შეასრულა კომპანია “ყვარელრემშენმა” და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 347 852 ლარს” – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებოო ბრიფინგზე თბილისის მერმა კახი კალაძემ მეტროსადგურ “ვარკეთლში” მომხდარ შემთხვევაზე განაცხადა, სადაც დღეს დილით ჭერი ჩამოინგრა.

“სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციასი შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში მივიღეთ ეს შედეგი.

ჩვენ გვაქვს კითხვები და მათ დროულად უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ვიცი, გამოძიება დაიწყო შესაბამისმა სამსახურებმა. არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავის დანაშაულზე შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგად, თუნდაც 1 ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში, ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს. სამწუხაროდ, უხარისხო სამუშაოების შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება.

გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს და ჩვენ განსაკუთებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და ახალი აშენებული შენობა-ნაგებობებოს ხარისზე იქება დიდი ყურადღება”- განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული, რომლებიც 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

4 ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული, მათგან  2-ს საოპერაციოდ ამზადებენ.   „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა, რომელმაც დაშავებული 4 პაციენტი მოინახულა.

იტვირთბა....