ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს მერია და ჯანდაცვის სამინისტრო გაიღებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის გამო დაშავებული 14 ადამიანის მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია გაიღებს.

მერმა ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი 4 დაშავებული მოინახულა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

ბოლო ინფორმაციით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

მეტროსადგურ “ვარკეთილში“ ჭერი დილით ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო სამსახურის ბრიგადები. დაიკეტა მეტროსადგური.

იტვირთბა....