ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის სატრანპორტო კომპანია მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.

ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს.

თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჭერი, რომელიც ჩამოინგრა, ახალი გარემონტებული იყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა.

ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე. დაშავებულთა შორისაა პოლიციელი და სააგენტო GHN-ის ჟურნალისტი.

იტვირთბა....