ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეტროსადგურში “ვარკეთილი” დაშავებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელია. ასევე ცნობილია, რომ დაშავდა საინფორმაციო სააგენტო GHN-ის ჟურნალისტი გიორგი საკარული.

ამ წუთებში ადგილზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე. დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა მეტროსადგურში დილის საათებში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია. მეტროსადგური გადაკეტილია.

ჭერი, რომელიც ჩამოინგრა, ახალი გარემონტებული იყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა. ის თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.

იტვირთბა....