დღეს დილით, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებულებს შორის “ჯი-ეიჩ-ენის” ჟურნალისტია. გიორგი საკარულმა ფიზიკური დაზიანებები ჭერის ჩამოშლის გარდა, ხალხის პანიკაში ჩავარდნის შემდეგ ჭღლეტვის შედეგად მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება. ის “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “მეტრონომს” უთხრეს, ჩაკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 7 ადამიანია დაშავებული. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველებმა ყველა მათგანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს.