ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხანძარი ელიავას ბაზრობასთან: დამწვარია 200 კვადრატულამდე მეტრის ფართი

ელიავას ბაზრობასთან ავტომანქანების საწყობში ხანძარი იყო. გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ცეცხლი დილის 7 საათზე გაჩნდა.  ამ დროისთვის ხანძრი ლოკალიზებულია.

დამწვარია 200 კვადრატულამდე მეტრის ფართი, საწყობის სახურავი და იქ განთავსებული რამდენიმე ავტომანქანა.

ადგილზე ხანძრის ლიკვიდირებას საგანგებო სიტუაციათა სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ცდილობდა.

იტვირთბა....