მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას, ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება. ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ წარმოუდგენელია გირგვლიანის საქმეზე ხელისუფლება პრეზიდენტ მარგველაშვილს ედავებოდეს, როდესაც მათი მარჯვენა ხელი ზონდერი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში ზის და მოსამართლე მურუსიძე კი სასამართლოში ჰყავთ.
“თავხედობა ოცნების სამარკო ნიშანი გახდა. როგორ უნდა ბედავდე გირგვლიანის საქმეზე მარგველაშვილს ედავო, როცა სანდროს საქმის ზონდერი (ზარდიაშვილი) დღეს შენი მარჯვენა ხელი და პოლიტიკური ლიდერია, სანდროს საქმის მოსამართლე მურუსიძისთვის ხმა გაქვს მიცემული და ადამიანი არ დადის ახსოვდეს სანდროს საქმეში სიმართლის დადგენისთვის შენგან ჩაცმული რკინის ქალამანი. პოლიტიკური სიბეცე, მეტი არ ინატრო”,-წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.
ოცნების ფრაქცია გირგვლიანის საქმის პრეცედენტზე საკანონდებლო პაკეტს შექმნის